დღეს წლის ყველაზე გრძელი დღე იყო

20 ივნისი წლის ყველაზე გრძელი დღეა. ის ამერიკაში სეზონის გახსნის დღედ მიიჩნევა. სწორედ დღეს დაიწყო ზაფხული ჩვენს დასავლეთით, ოკეანის მიღმა.

20 ივნისი მოქალაქეებს მზის აქტიურ სხივებს ჰპირდება. ეს დღე არა მხოლოდ ამერიკაში, მსოფლიოს სხვა მრავალ კულტურაშიც აღინიშნება.

ყოველწლიურად ამ დროს ათასობით ადამიანი იკრიბება სთოუნჰენჯში, ინგლისში, რომ მზის სხივებით დატკბნენ.

მზის აქტიურ სხივებთან ერთად შესამჭნევია  „მარწყვის“ სავსე მთვარე. წლის   ამ პერიოდში მარწყვის კრეფა პიკს აღწევს და მთვარეს სახელიც შესაბამისადა დაერქვა.

„Sky & Telescope“-ის ინფორმაციით თვის განმავლობაში სავსე მთვარე დღისითაც გამოჩნდება.

დღევანდელ დღეს ლიტერატურაშიც აღნიშნავენ:

“როდესაც მოდის მზის შუქი და ხეები საოცრად იფოთლება, მიბრუნდება ნაცნობი განცდა, რომ ცხოვრება ზაფხულში თავიდან იწყება” - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეთსბი“.