Google-ს თავისი 2500 თანამშრომელი ლონდონის ახალ ოფისში გადაჰყავს

გუგლის ლონდონის ახალი ოფისი მზადაა კომპანიის რამდენიმე ასეული თანამშრომლის შესაფარებლად.

800-მდე ინჟინერი ახალ შენობაში დღეს გადადის. დანარჩენი 2000 თანამშრომლის გადასვლა კი წლის განმავლობაში იგეგმება.

ჯერჯერობით შენობის მხოლოდ 5 სართულია დასრულებული, თერთმეტივე სართულის დასრულებას კი კომპანია ოქტომბრისთვის ელის.

ლონდონის ოფისში გუგლის ზოგიერთ ყველაზე ცნობილ პროდუქტზე იმუშავებენ. მათ შორისაა ანდროიდი,  კომპანიის მობილური ოპერატიული სისტემა და იუთუბი.

თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო კვებით, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება 90 მეტრიანი სარბენი ბილიკი, მასაჟი და კულინარიის გაკვეთილები შეფ-მზარეულისგან, რომელიც ჯეიმი ოლივერთან მუშაობდა.

Business Insider-ს შენობის დათვარიელების შესაძლებლობა ხვდა წილად, თუმცა ფოტოების გადაღების ნებართვის გარეშე, ამიტომ გუგლმა თავად გაუზიარა მათ რამდენიმე მათგანი.

შენობა დაახლოებით 371,000 კვადრატული ფუტის ზომისაა. რაც იმას ნიშნავს, რომ გუგლის მიერ 2013 წელს დაანონსებული UK HQ-ს ნახევარზე ნაკლებია.

სახურავზე მოწყობილი ტერასიდან ულამაზესი ხედი იშლება ლონდონზე.

არქიტექტურულმა ფირმამ AHMM სპეციალურად მოაწყო ინტერიერი ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე ყოფილიყო. როგორც გუგლი ამბობს ადგილები, სადაც სხვადასხვა პროექტზე მომუშავე ინჟინრები შეხვდებიან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ტექნიკური მიღწევების პერსპექტივას აძლიერებს.

სასტუმრო ზონაში გუგლერებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სავარძლებზე, რომელთა ფასიც £17 000-ია, ან წაუძინონ £5 500-იან საძილე ტომრებზე.

ყავა, რა თქმა უნდა, უფასო იქნება, მაგრამ შენობის მოპირდაპირედ იქნება ადგილები სადაც თანამშრომლებს თავისი სურვილისამებრ გაკეთებული ყავის მირთმევა შეეძლებათ.

მოღუნული კიბეები შენობის ერთ-ერთ ცენტრალური ადგილია.

გუგლის სხვა მრავალი ოფისისგან განსხვავებით, ლონდონის ახალი ოფისისთვის არაა დამახასიათებელი გუგლის ლოგოსთან ასოცირებული ჭრელი ფერები.

ერთ-ერთ ოთახს Platform 9¾ ჰქვია. ჯ.კ როულინგის ჰარი პოტერის მიხედვით.

ყველა მაგიდა ადაპტირებულია ისე, რომ თანამშრომლებს საშუალება აქვთ სურვილისამებრ ისხდნენ ან იდგნენ და ისე იმუშაონ.

7-11 სართულები უკვე დასრულებულია, 1-6 სართულებზე კი, სადაც მასაჟის ოთახები, უზარმაზარი სავარჯიშო დარბაზი და 90 მეტრიანი სარბენი ბილიკი უნდა განთავსდეს, ჯერ კიდევ სამუშაოები მიმდინარეობს. საოცარი კიბეები რამდენიმე ზედა სართულს აკავშირებს.

ესეც კომპიუტერული გამოსახულება საიდუმლო შენობისა, რომელიც გუგლმა შეიძინა ასევე King's Cross-ზე. ის დაახლოებით 180,000 კვადრატული ფუტის ზომისაა.

თანამშრომლებს ასევე შეეძლებათ მიირთვან ისეთ ცნობილ რესტორანში, როგორიცაა დიშრუმი. დიშრუმის ერთ-ერთი დიდი რესტორანი ოფისთან ახლოს მდებარეობს.

კითხვა მხოლოდ ისაა, როდის გაიხსნება გუგლის UK HQ სრულად.