ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ფოტო: ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის ‎დელფინარიუმში დელფინი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დელფინარიუმი ავრცელებს.

პატარა დელფინი დღის მეორე ნახევარში შოუს მსვლელობის დროს დაიბადა. მისი სახელის ან მდგომარეობის შესახებ დელფინარიუმში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი პოსტით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი კარგადაა.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინების შოუ ორშაბათის გარდა ყოველდღე იმართება.

გაიგეთ მეტი: On.ge.