Facebook-ი ახალ ზღაპრულ სამყაროში ინაცვლებს

Facebook-ის  ახალი ოფისის დიზაინი  კანადელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ფრანკ გეჰრიმ შექმნა. მშენებლობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და გასული კვირის ბოლოს Facebook-ის სამუშაო გუნდიც გადაბარგდა შენობაში, რომელიც MPK 20-ის სახელით არის ცნობილი. ახალი ოფისის სახურავზე განთავსებულია ბაღი, რომელიც გადაჰყურებს არა ქალაქს, არამედ კალიფორნიის Menlo Park- ს. Facebook-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის გოლერის თქმით, ახალ ოფისის საზურავზე განთავსებული პარკი შესანიშნავ პირობებს ქმნის ფიქრისათვის. 

Facebook-ის ახალი, 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ოფისი, ალბათ მრავალი წლის განმავლობაში დაამშვენებს SIlicon Valley-ს. ბოლო დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ინტერნეტ სივრცის გიგანტები სულ უფრო და უფრო დიდ საოფისე შენობებს ირჩევენ. Apple გეგმავს გადავიდეს კუპერნიტოში, სადაც მათი მომავალი შენობა უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. Google იყენებს ტრანსფარანტებს შუშის მილებისგან, რომელთა ფორმაც ამწეებისა და რობოტების დახმარებით იცვლება. Samsung კი სულ მცირე დროში დაასრულებს საკუთარ შუშის სასახლეს სან ხოსეში. მაგრამ Facebook-ის შენობა სულ სხვაა, ის უფრო Facebook-ურია. 

შენობა იტევს 2800 თანამშრომელს.არქიტექტორის თქმით, საიტის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს უნდოდა მოკრძალებული და მაქიმალურად ბუნებრივი სივრცის შექმნა, რაც მოხერხდა კიდეც და ახალ შენობაში ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის ჩელსისა და მანჰეტენის ლანდშაფტები. თავად მარკიც უზომოდ კმაყოფილია მიღწეული შედეგით და საკუთარ გვერდზე წერს რომ მისი აზრით შეიქმნა იდეალური გარემო ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

Facebook-ი საკუთარ თავს "შემოქმედ" კომპანიად ხატავს, რომლის თანამშრომელთა შესაძლებლობებისათვის არ არსებობს ზღვარი. და როგორც მათი ყველა წინამორდები ოფისი, MPK 20-იც ამ შესაძლებლობათა მაქსიმალური რეალიზებისათვის იქნება გამოყენებული. 

Facebook-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თქმით, ახალ ოფისს აქვს უზარმაზარი სივრცე, რომელიც იდეების თავისუფლად და ეფექტურად გაცვლისათვის იქნება გამოყენებული. Silicon Valley-ზე ბევრი კომპანია მოიაზრებს თავს იმავე სტანდარტების მატარებლად რაც აქვს Facebook-ს. თუმცა ამ უკანასკნელის პრივილეგია მაინც უდავოა.