ჰარი პოტერის გულშემატკივარმა პარაშუტისტებმა ოცნება აიხდინეს

ალბათ ჰარი პოტერის ყველა მამაცი გულშემატკივარი ოცნებობს ჯადოქრული სპორტის ქვიდიჩის თამაშს. ესპანელმა პარაშუტისტებმა ოცნება რეალობად აქციეს.

შესაფერის ტანისამოსში გამოწყობილი მაგლები თვითმფრინავიდან ჯადოსნური ცოცხებით გადმოხტნენ და ჰაერში ქვიდიჩის თამაში გამართეს.