ჩინელი მილიარდელი თავისი კომპანიის 2,500 თანამშრომელს დასასვენებლად ესპანეთში უშვებს

ჩინური კომპანია Tiens Group თავისი 2,500 თანამშრომლისთვის ესპანეთში 5 დღიან საგზურს უზრუნველყოფს. ინფორმაციას Daily Mail ჩინურ მედიაგამომცემლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება კომპანიის მილიარდელმა მფლობელმა, ლი ჯენუანმა, მიიღო, რომელმაც გასულ წელს Tiens Group-ის 6,400 თანამშრომლის მონაკოსა და საფრანგეთში დასვენება დააფინანსა.

კომპანია თავისი არსებობის 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. მოგზაურების ჯგუფი 5 მაისს ჩავიდა ესპანეთში, ისინი მოინახულებენ მადრიდს, ბარსელონასა და ტოლედოს. წინასწარი მონაცემებით, საგზურის საფასური 7 მილიონი ევროა.