104 წლის ქუჩის ხელოვანი შოტლანდიის ქალაქებს ფერადი ქსოვილით რთავს

გრეის ბრეტი შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი ქუჩის არტისტია მსოფლიოში. 104 წლის გრეისი მქსოველთა კლუბ Souter Stormers-ის წევრია. კლუბი ფერადი ქსოვილებით რთავს შოტლანდიის ქალაქებს.

"შტორმერები" თავიანთ პროექტს ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ გეგმავდნენ, 2015 წლის სექტემბერში მათ შოტლანდიის ქალაქების მორთვა თავიანთი შექმნილი ფერადი ქსოვილებით დაიწყეს.

როგორც ხედავთ, ცელქმა მქსოველებმა ფერადი ქსოვილებით შემოსეს ღობეები, ტელეფონის ჯიხურები, მოაჯირები, ველოსიპედები, ხეები...

ბრეტი, რომელიც 1910 წელს ლონდონში დაიბადა და სატელეფონო ოპერატორად მუშაობდა, ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი ნამუშევრებით განცდილ სიამაყეს არ მალავს:

"მსიამოვნებს, რომ ჩემს ქმნილებებს ყველა ხედავს და ქალაქი ლამაზად გამოიყურება".