ნიკა გაჩეჩილაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსის ფინალშია

ქართველი სტუდენტი 23 ივნისს კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გამართულ Global Entrepreneurship სამიტზე, თავისი ინოვაციური იდეა MotionX-ით წარდგება.

1 თვიანი ხმის მიცემის შემდეგ ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსის Global Innovation through Science and Technology-ს ფინალში მოხვდა. ახალგაზრდა ინოვატორი ამის შესახებ Facebook-ზე წერს: 

"ფინალისტები გამოვლენილია, MotionX-ი ფინალშია. ეს თქვენი დახმარებით მოვახერხეთ, დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს".

MotionX იმ ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ცოდნის გადაცემის დახვეწასა და ლოკალურ დონეზე მორგებას შეუწყობს ხელს განვითარებად რეგიონებში.