კლერ დეინსი Met Gala-ზე კონკიას მბრწყინავი კაბით გამოცხადდა

ორშაბათს საღამოს ნიუ-იორკმა მეთ გალას (იგივე მეთ ბოლს) უმასპინძლა. საქველმოქმედო საღამოს მთავარი თემა Manus x Machina იყო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მოდის არსებობას გულისხმობდა.

საღამოზე ნამდევილი ფურორი კლერ დეინსის მანათობელი ქსოვილით შეკერილმა კაბამ მოახდინა, რომლის დიზაინიც მისი დიდი ხნის მეგობარს ზაკ პოუსენს ეკუთვნის. 

კაშკაშა კაბის გამო ჰოლივუდის მსახიობმა მეთ გალას ტრადიცია დაარღვია და მაღალი მოდისა საღამოზე ავტობუსით მივიდა. დეინსის თქმით, ყველაფერი მისი მეგობარი ზაკის იდეა იყო.

Met Gala საქველმოქმედო საღამოა, რომელზეც ბილეთი 30 ათასი აშშ დოლარი, ხოლო მაგიდის დაჯავშნა 275 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

კლერ დეინსი ცნობილია თავისი როლებით ფილმებში "რომეო და ჯულიეტა", "ვარსკვლავური მტვერი", "ტერმინატორი 3"  და სერიალში "სამშობლო".