ჰონგ-კონგის მათემატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ელენე ყარანგოზიშვილი წარადგენს

"13 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ინტერესებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჰონგ-კონგში გოგო დაიცავს" - ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს

ერთადერთი გოგონა, რომელიც 2003 წლის შემდეგ პირველად მოხვდა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში, ელენე ყარანგოზიშვილია, ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.

მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადა 6-16 ივლისს ჩინეთში, ჰონგ-კონგში გაიმართება. მასში საქართველოდან 6 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შერჩეული მოსწავლეების რეიტინგული სია ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, ელენემ, 2 ქართველ გოგონასთან, ერთად ევროპის მათემატიკის მეხუთე ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი დაიკავა. კომაროვის სკოლის ინფორმაციით, რუმინეთში გამართულ მათემატიკის ოლიმპიადაში, რომელზეც საქართველოს გოგონათა ნაკრებმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, ელენე ყარანგოზიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.