ASDA აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის მაღაზიაში "სიმშვიდის საათს" მოაწყობს

არც ისე მარტივია სიმშვიდის შენარჩუნება ადგილას, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს, გარშემო ხმაურია, ჩართულია მუსიკა, ტელევიზორი და ა.შ. ბრიტანული მაღაზიების ქსელი ASDA-ს მანჩესტერის ფილიალი აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის კამპანიის ჩატარებას გეგმავს.

1 დღის განმავლობაში 1 საათით ASDA-ს მაღაზიაში სიმშვიდე დაისადგურებს. 7 მაისს, დილის 8 საათზე, მაღაზიაში გამორთავენ მუსიკას, ტელევიზორებს და ესკალატორებს, რითიც აუტიზმის მქონე ადამიანებს საყიდლების შესაძენად კომფორტულ გარემოს შეექმნებათ.

მაღაზია სიმშვიდის 1 საათის განმავლობაში ღია იქნება აუტიზმის მქონე მყიდველებისთვის და მათთვის, ვისაც საყიდლების შეძენა სიმშვიდეში ურჩევნია.

წყარო: BBC.