გერმანელი ხელოვანი მოგზაურობს და დაზიანებულ კედლებს ლეგოებით ავსებს

გერმანელი ხელოვანი ჟან ვორმენი ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასთაბით მოგზაურობს და დაზიანებული ქუჩების, შენობების, ხიდების ბზარებსა და ნაპრალებს ლეგოებით ავსებს.

ვორმენის ვებსაიტზე აღნიშნულია აშშ-ს, ევროპის, ცენტრალური ამერიკისა და აზიის ის 40 ქალაქი, რომლებსაც ხელოვანი უკვე ესტუმრა.

მისი პროექტი თვალწარმტაცი და განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზის გამო: ლეგო არის ის სტენოგრაფია, რომელიც ბავშვებსა თუ დიდებს, მსოფლიო მასშტაბით, უვითარებს შემოქმედებითობის უნარს და შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება; ლეგო ალამაზებს უშნო ნივთებს და ახალისებს უღიმღამო ფერებს.

ვორმენის თქმით, მას სურს ისტორიულ პირქუშ მოვლენებს თანამედროვეობის ფერადი მხარე შესძინოს. მაგალითად ბერლინის მატარებლის სადგურის კედელი, საიდანაც უამრავი ებრაელი მოქალაქე დაადეპორტირეს მეორე მსოფლიო ომის დროს.

"ასეთ ადგილებს ლეგოთი ვანიჭებ მატერიას, რომლის მიმართაც ყველას ერთი და იგივე გრძნობა ექნება".

ვორმენი აღნიშნავს, რომ მას ხშირად ეხმარებიან სტუდენტები და ოჯახები: "მიხარია, რომ ჩემს გარდა ამას სხვებიც აკეთებენ და ზრუნავენ თავიანთი ქალაქების იერსახეზე".