“საქართველოს რკინიგზა” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა

საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებსა და სუპერლიგას ახალი სპონსორი ჰყავს. მათ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს „საქართველოს რკინიგზა“ გაუწევს.  

კომპანია კალათბურთის ფედერაციას 500 ათასი ლარით დააფინანსებს. თანხა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფას მოხმარდება.

მხარდაჭერა გავრცელდება სამ ასაკობრივ ჯგუფზე - 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე.

„საქართველოს რკინიგზა” სარაგბო კლუბ „ლოკომოტივისა” და წყალბურთის კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალური სპონსორიცაა.