დედამიწის დღეს ნიუ-იორკის მოქალაქეები მანქანებს შინ დატოვებენ

დედამიწის დღის აღნიშვნას ნიუ-იორკი მანქანების გარეშე აპირებს. NY Daily News-ს ცნობით, ქალაქმა მანქანებისგან თავისუფალი დღის აღსნიშნავად მზადება წინა დღეს დაიწყო და ტაიმს-სქვერზე სპეციალური მოსართავებით წარწერა car free გააკეთეს.

 

მოქალაქეებს სახლში მანქანების დატოვებისკენ მოუწოდეს ქალაქის ოფიციალურმა პირებმა: "დააპარკინგეთ თქვენი მანქანები, გამოიყენეთ საჯარო ტრანსპორტი, ან ველოსიპედი". ნიუ-იორკისთვის ეს პირველი car free დღეა.

ღონისძიებას შეუერთდება ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიოც. მან ტვიტერზე დაწერა, რომ მაქსიმალურად ეცდება ღონისძიებაში ჩართვას და მანქანის გარეშე გადაადგილებას.

კამპანიას შეუერთდნენ ქალაქის ტაქსის და ველოსიპედების გაქირავების რამდენიმე სააგენტოც. Citi Bike, Lyft და New York Water Taxi მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობენ.