დედამიწის დღე 2016 - რა ხდება კარგი ჩვენი პლანეტისთვის

1970 წლიდან ყოველ 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში მილიარდობით ადამიანი მრავალნაირი ღონისძიებით აღნიშნავს. რგავენ ხეებს, ასუფთავებენ გარემოს, ტარდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები.

კარგი ამბების სააგენტომ გადაწყვიტა იმ კარგ მოვლენებზე შეაჩეროს თქვენი ყურადღება, რომლებიც ჩვენს მწვანე გარემოს გადარჩენაში დაეხმარება.

1. 195 ქვეყანა გარემოს დაცვის აუცილებლობაზე შეთანხმდა: 

2015 წელს პარიზში გამართულ კლიმატის ცვლილებების ისტორიულ სამიტზე 195-მა ქვეყანამ ბრძოლა გამოუცხადა გარემოს დაბინძურებას. ისინი შეთანხმდნენ ადამიანის მიერ შექმნილი სათბურებიდან გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების მოცულობის შემცირებაზე. მათ შორის იყო საქართველოც.

2. გაიაფდა მზის ენერგია:

თუ გვსურს, რომ კლიმატური ცვლილებები შევაჩეროთ, უნდა შევწყვიტოთ ქვანახშირის და ბუნებრივი გაზის დაწვა, რადგან ორივე აბინძურებს გარემოს. მათი ჩანაცვლება ქარის და მზის იაფი და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგიით შეიძლება. მზის ბატარეების ფასი 6,3 დოლარიდან  3,10-მდე დაეცა.

3. 2015 წელს მსოფლიომ სუფთა ენერგიის წყაროებში 2-ჯერ მეტი ინვესტიცია ჩადო:

2015 წელს მთელმა მსოფლიომ იმაზე 2-ჯერ მეტი თანხის ინვესტირება მოახდინა ენერგიის სუფთა წყაროებზე, ვიდრე ნახშირსა და გაზზე. U.N. Environment Program-ის მიხედვით, 286 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა განახლებადი ენერგიის წყაროებზე (ამ თანხაში შედის ბილ გეიტსისა და მარკ ცუკერბერგის პროექტში გათვალისწინებული დონაცია), ხოლო 130 - ნახშირისა და თხევადი საწვავის წყაროებზე.

4. ელექტრო მანქანების პოპულარობამ იმატა:

გაზის და დიზელის მომხმარებელი მანქანები გარემოს აბინძურებენ, სწორედ მათ ხარჯზეა გლობალური დათბობის 15%. თუმცა ელექტრო მანქანების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.

მსოფლიო მასშტაბით სუფთავდება ელექტროსისტემაც, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლების განმავლობაში მსოფლიოში გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება. ელექტრომანქანებს უშვებს ტესლა, პორშე და სხვა დიდი ბრენდები.

5. დათმობაზე მიდის ჩინეთიც:

იმასთან ერთად, რომ ჩინეთს გარემოს დაბინძურებაში ყველაზე მაღალი წვლილი შეაქვს, ის არის მსოფლიოს უდიდესი სუფთა-ენერგიის პროდუქტების მწარმოებელი მარკეტის სამშობლო. ამასთან ერთად, პარიზში გამართულ სამიტზე ის შეუერთდა 194 ქვეყანას და დადო პირობა, რომ შეამცირებდა სათბურებიდან გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების რაოდენობას. 2020 წლამდე ჩინეთი 48%-ით შეამცირებს ნახშირჟანგის ინტენსივობას და 60-65%-ით 2030 წლამდე.

პრობლემების მიუხედავად, ჯობს რომ დედამიწის დღეს ნახევრად სავსე ჭიქის პრინციპი გამოვიყენოთ: მოვლენებს კარგი მხრიდან შევხედოთ და ვეცადოთ დანარჩენ დღეებში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ გარემოს დაცვასა და მის გადარჩენაში.

წყარო: CNN.