თავდაცვის სამინისტრომ 150 სამხედროს ბინები გადასცა

დღეს, 21 აპრილს, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში თავდაცვის სამინისტრომ ქართველს სამხედროებს ბინების საკუთრებაში გადასცა.

აბაშვილის ქუჩის #3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს თინა ხიდაშელმა პირადად გადასცა და ახალ მესაკუთრეებს წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინები იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და 2007 წელს თავდაცვის სამინისტროსთან დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედროებს აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადაეცემათ. სამინისტროს სულ 1000 სამხედროს წინაშე აქვს ეს ვალდებულება.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება” - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბინების კენჭისყრის მეშვეობით გადანაწილდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.