უნგრელი რეჟისორის შთამბეჭდავი კლიპი საქართველოზე

უნგრელი რეჟისორი და ფოტოგრაფი ჩაბა ლაბენჩი რამდენიმე დღით საქართველოს ეწვია. სხვადასხვა ადგილების მონახულებასთან ერთად, მან ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით Vimeo-ზე გამოაქვეყნა.

"საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო და აღფრთოვანებული დავრჩი მისი ბუნებითა და ადგილობრივების კეთილშობილებით. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყნის ფერებმა და სინათლემ" - წერს რეჟისორი.

მუსიკა: Ryan Taubert - Revival.