ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 აპრილს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ჟიურიმ რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ შოთა იათაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, მანანა დუმბაძე, თეონა ბექიშვილი და ხათუნა ცხადაძე, გამარჯვებულები გამოავლინა.

წლევანდელი ლაურეატები გახდნენ:

  • წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი - ნინო სადღობელაშვილი - „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);
  • წლის საუკეთესო დებიუტი - ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული - „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი - „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - დათო ქარდავა - „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);
  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი - სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.

გამარჯებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“, რომლის ავტორიცაა მხატვარი მანანა არაბული.

„ლიტერა“ მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემიაა, რომელიც წელს პირველად გაიცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.