ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ვეფხვების რაოდენობა პირველად გაიზარდა

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიხედვით, ბოლო 100 წლის განმავლობაში 2016 წელი პირველია, რაც ველურ ბუნებაში ვეფხვების ზრდა შეინიშნება.

წელს WWF-მ 3,890 ვეფხვი დათვალა. მათი რაოდენობა 2010 წელს 3200 იყო. 1900 წელს მტაცებელთა რიცხვი 100 ათასს შეადგენდა, თუმცა ამ მონაცემმა წლების განმავლობაში კლება დაიწყო.

დიდი კატების ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთში დათვალეს:

 

“ეს ჩვენთვის დიდი იმედია და ახლა უკვე მთავრობების, საზოგადოებისა და ბუნებისდამცველების მუშაობის შედეგად ბევრ ჯიშს გადავარჩენთ”, - თქვა ველური ბუნების დაცვის ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარკო ლამბერტინიმ.