ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მშობლები განსხვავებული, თუ ერთნაირი სქესის იქნებიან

ერთნაირსქესიან და განსხვავებულსქესიან მშობელთა შვილების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას შორის განსხვავება არ არის. კვლევა ჟურნალში სახელად Journal of Developmental and Behavioral Pediatrics-ში (განვითარებადი და ბიჰევიორისტული პედიატრიის ჟურნალი) გამოქვეყნდა.

მიუხედავად სხვადასხვა კულტურაში მიმდინარე დებატებისა, რომლებშიც ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ ბავშვის აყვანას ეწინააღმდეგებიან, აღმოჩნდა, რომ ლგბტ წყვილების შვილები ფიზიკურად და ემოციურად ისეთივე ჯანმრთელნი არიან, როგორც განსხვავებული სქესის მშობელთა შვილები.

ამერიკაში ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ექიმ ნანეტ გარტელის თქმით, მისი მიზანი იყო კვლევაში ეს შედარება მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო:

"ეს ერთადერთი კვლევაა, რომელიც შეისწავლის და ერთმანეთს ადარებს ერთნაირ და განსხვავებულ სქესიანთა მშობლების ოჯახურ მდგომარეობას, მუდმივობასა და სტაბილურობას".

გარტელმა აღნიშნა, რომ სურდა მის კვლევას წარსული კვლევების ცალმხრივობისა და ნაკლოვანების კომპენსირება მოეხდინა:

"ჩვენი მთავარი მიღწევა იქნებოდა, თუ შევძლებდით ამ კვლევაში საზოგადოების ყველა მხარის თანაბრად წარმოჩენას, ამიტომ თითოეული დეტალს მაქსიმალური ყურადღება მივაქციეთ".

გარტელმა და მისმა კოლეგებმა 95 ერთნაირსქესიან და იმავე რაოდენობის განსხვავებულსქესიან ქორწინებაში მყოფი მშობლები შეადარეს. ამ 95-95 წყვილს შორის თანაბარი იყო:

  • ასაკი;
  • განათლების დონე;
  • იყვნენ თუ არა დაბადებულნი აშშ-ში;
  • საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი თუ სოფელი);
  • ბავშვის ასაკი;
  • ბავშვის რასა;
  • ბავშვის სქესი;
  • ბავშვის დაბადების ადგილი (ქვეყნების მიხედვით).

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ერთნაირსქესიან და განსხვავებულსქესიან მშობელთა შვილების ზოგად ჯანმრთელობას, ემოციურ სირთულეებსა და ქცევების დასწავლას შორის განსხვავება არ არის.

წყარო: CNN.