მეცნიერული დასკვნა, თუ რატომ იყო ფრედი მერკური საუცხოო მომღერალი

ავსტრიელი, ჩეხი და შვედი მეცნიერების გუნდმა ფრედი მერკურის სასიმღერო და სალაპარაკო ხმა შეისწავლეს პროფესიონალ მომღერალთან ერთად, რათა მისი ხმა ისევ შეექმნათ.

მათ ვერ დაადასტურეს ის აზრი, რომ მერკურის ხმის სპექტრი ოთხ ოქტავს მოიცავდა, მაგრამ მათ არაერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს მის ვოკალში. აქამდე ცნობილი იყო მერკური როგორც ტენორი, თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს რომ იგი ამავე დროს ბარიტონიც იყო.ეს დასკვნა ექვსამდე ინტერვიუს მოსმენის შემდეგ გამოიტანეს, რომლებშიც გამოვლინდა რომ საუბრის საშუალო სიხშირე 117.3 ჰერცი იყო.

მომღერლის მიერ შესრულებული მერკურის ვოკალის იმიტაციის ანალიზის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფრედი მერკური იყენებდა სუბჰარმონიულ სტილს - ე.წ. ტუვურ ყელისმიერ სიმღერის ფორმას. მერკურის ასევე არარეგულარული ვიბრატო გააჩნდა სიმღერისას. ნორმალური ვიბრატო 5.4 ჰერციდან 6.9 ჰერცამდე მერყეობს, ფრედი მერკურის შედეგი კი 7.04 იყო. მკვლევარების თქმით, მას ისეთი ვიბრაცია ჰქონდა ყელში, რაც ლეგენდარულ საოპერო მომღერალ ლუჩანო პავაროტის არასოდეს გამოუყენებია.