შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანმა იოგის დახმარებით 45კგ დაიკლო

არტურ ბურმენი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც სპარსეთის ყურის ომის დროს მიღებული დაზიანების შემდეგ 15 წელი ხელჯოხით დადიოდა. როგორც ბურმენს ექიმებმა განუცხადეს, ის დამოუკიდებლად სიარულს ვერასოდეს შეძლებდა. არტურმა წლების მანძილზე დეპრესიის ნიადაგზე წონაში საგრძნობლად მოიმატა. ერთ დღეს კი შემთხვევით იოგის პროფესიონალი ინსტრუქტორის, დაიმონდ დალასის გვერდს გადააწყდა. 

არტურის წერილმა და მისმა ისტორიამ დალასი იმდენად შეძრა, რომ მაშინვე დაეკონტაქტა. ინსტრუქტორმა ომის ვეტერანის გამხნევება შეძლო და დაარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, მიუხედავად არაერთი წარუმატელობისა, არტური არ დანებდა და ჯიუტად აგრძელებდა მცდელობებს. საბოლოო ჯამში, არტურმა იოგის საშუალებით 45 კილოგრამის დაკლება შეძლო და დღეს უკვე ხელჯოხის დაუხმარებლად, თავისუფლად დადის. 

ერთი წლის მანძილზე არტურ ბურმენმა შეძლო მთლიანად შეეცვალა თავისი ცხოვრება. თავისი გულითადი მწვრთნელის დახმარებით, მან შეძლო მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა თავისი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყარო გახდა. 

ვიდეო, რომელიც არტურის ტრანსფორმაციას დეტალურად ასახავს, youtube-ზე 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.