პუტინი და პოროშენკო სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

ფოტო: Reuters

უკრაინა და რუსეთი ნადია სავჩენკოსა და უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამასთან ერთად, უკრაინელმა პილოტმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 19 აპრილს Twitter-ზე დაწერა, სავჩენკომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა შიმშილობის შეწყვეტა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 19 აპრილსვე შეთანხმნენ კიევი და მოსკოვი სავჩენკოს გათავისუფლებაზე.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან და პუტინმა გადაწყვეტილება სატელეფონო საუბრისას მიიღეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინაში 2 რუსი მოქალაქისთვის 14 წლიანი პატიმრობის მისჯა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან ერთად იბრძოდნენ. სწორედ ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი იეროფიევსში გაცვლის რუსეთი ნადია სავჩენკოს.

მიმდინარე წლის 22 მარტს რუსულმა სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და მას 22–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სავჩენკო გამოძიების ლეგიტიმურობასა და ბრალდებას არ აღიარებდა.