ამერიკაში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

რამდენიმე ათეული წელია რაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ქართული კულტურული ცენტრი Dancing Crane Studio აქვთ დაფუძნებული, იგივე „მოცეკვავე წერო“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის ქართული ხელოვნების ჯგუფებს და სასწავლო პროგრამებს.

9 აპრილს ცენტრს ბიბლიოთეკაც შეემატა, რომელიც პირველი ქართული ბიბლიოთეკაა ამერიკაში. ის ბრუკლინში მდებარეობს, სადაც ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ცხოვრობს.

ბიბლიოთეკის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამომცემლობა „მინიატურამ“.

გასული წლის გაზაფხულზე, ნიუ-იორკში ქუინსის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

წყარო: ამერიკის ხმა.