Augmented Reality - თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა Google-ს კონკურსში გაიმარჯვა

თავისუფალი უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, FreeUni-ს სტუდენტებისა და ლექტორების გუნდმა Google-ს კონკურსში, Tango Project App Incubator-ში, გაიმარჯვა.

Google და Lenovo ახალი პლანშეტის შექმნაზე მუშაობენ. ტაბლეტი, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გამოვა გაყიდვაში, დამატებითი სენსორების ხარჯზე სამყაროს უკეთ აღიქვამს.

"რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა კონკურსი - მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ აპლიკაციისთვის ისეთი იდეები, რომლებიც ახალი პლანშეტის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდა. თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებმა და ლექტორებმა გააგზავნეს დამუშავებული იდეა და გაიმარჯვეს, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი სტარტაპი Wally, რომლის ოპერირების ხარჯებსაც გუგლი დაფარავს" - ვკითხულობთ უნივერსიტეტის პეიჯზე.

იდეის ავტორები სოციალური აპლიკაციის, Augmented Reality-ს, გაკეთებას გეგმავენ. მისი საშუალებით,  მომხმარებლები ვირტუალური კონტენტის რეალობაში გადმოტანას და მეგობრებისთვის გაზიარებას შეძლებენ.

Augmented Reality-ს იდეა ძალიან საინტერესოა. აპლიკაცია რეალურ ადგილებს ვირტუალურად შექმნილი წარწერებითა და სხვა გამოსახულებებით გამდიდრებს და გაახალისებს. მის წარმოსადგენად გთავაზობთ ფოტო-გალერეას:

"ამ ყველაფერს დღეს პლანშეტებით და ტელეფონებით გავაკეთებთ, ხვალ სათვალეებით, ზეგ უკვე ლინზებით. ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის ნელნელა ქრება.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, პროგრესის არ გვეშინია" - თავისუფალი უნივერსიტეტი.