ამ პროგრამის საშუალებით ობამა რასაც გსურს იმას გეტყვის

ბარაკ ობამას მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში უამრავი სახალისო ვიდეო იძებნება. მათ შორისაა სიმღერები Get Lucky ან Call Me Maybe ამერიკის 44-ე პრეზიდენტის "შესრულებით".

ახლა ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი მაშაპი ბარაკ ობამას მონაწილეობით, რადგან Ed King-მა შექმნა პროგრამა Talk Obama To Me.

პროგრამა საშუალებას გაძლევს აკრიფო სასურველი ტექსტი, რომელსაც რამდენიმე წუთში ობამა შენთვის "წაიკითხავს".