კანზასში მიგრანტებს მეურნეობას ასწავლიან, რაც მათ ცხოვრების თავიდან დაწყებაში ეხმარება

“ახალი ფესვები მიგრანტებისთვის” პროგრამაა კანზას-სიტიში, სადაც მიგრანტებს მიწის დამუშავებას ასწავლიან და ამავე დროს ადგილობრივ მოსახლეობას ახალი პროდუქტით ამარაგებენ.

“4 წლიანი პროგრამა, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება, ნამდვილად შედეგიანია. 17 კურსდამთავრებულიდან, 15 ფერმერულ საქმიანობაშია ჩართული. მათ შორის არიან მიგრანტები მიანმარიდან, სომალიდან,ბურუნდიდან” - ამბობს პროგრამის მენეჯერი ალისია ელინგსტვონი.

ისინი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ეთნიკური ძალადობის და სხვა სახის ზეწოლის გამო, წამოვიდნენ თავიანთი ქვეყნიდან და ახალი ცხოვრება დაიწყეს.

პროგრამის მენეჯერის თქმით, მიგრანტთა უმრავლესობა მცირე თანხით ჩავიდა შეერთებულ შტატებში და ზოგიერთს საშუალო განათლებაც კი არ აქვს, ამიტომ მათი დასაქმების შესაძლებლობა მცირე იყო:

"ამ გზით ვეხმარებით მათ ცხოვრების თავიდან დაწყებაში".

წყარო: The Huffington Post.