IMDb: ჯეიკობ ტრემბლმა და ჯულია რობერტსმა შესაძლოა ახალ ფილმში ერთად ითამაშონ

ფილმ “ოთახის” ვარსკვლავმა ჯეიკობ ტრემბლიმ შესაძლოა ფილმში Wonder მთავარი როლი შეასრულოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯულია რობერტსთანაც, რომელიც ჯეიკობის დედის როლს შეასრულებს. ამის შესახებ IMDb წერს.

ფილმის რეჟისორი იქნება როლ კინგი. სცენარის ავტორი - სტივ კონრადი.

ფილმი Wonder პატარა ბიჭის ოგი პულმანის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც თანდაყოლილი სახის დეფორმაცია აქვს და სკოლაში პირველად მისვლისას, ჩაგვრის მსხვერპლი ხდება.