ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ თბილისში წელსაც გაიმართება

ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ წელს უკვე მეორედ ჩატარდება. 21 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით ფილარმონია მწერლებთან შეხვედრებს, ცოცხალი მუსიკას და სხვა საინტერესო ივენთებს უმასპინძლებს.

„წიგნი და მუსიკა“ წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. 4 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები დიდი ფასდაკლებით, დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს და მოისმინონ ცოცხალი მუსიკა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. ფესტივალის განრიგის სანახავად ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.

ფესტივალის ფარგლებში მკითხველებთან შეხვედრებს ჩაატარებენ:

  • დათო ტურაშვილი;
  • ლაშა ბუღაძე;
  • ეკატერინე ტოგონიძე;
  • თამთა მელაშვილი;
  • თამარ კვიჟინაძე;
  • მერაბ ფიფია;
  • ანა ჭაბაშვილი.

ფესტივალის მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ შემდეგი მუსიკოსები და ბენდები:

  • The BearFox;
  • წერილი;
  • მწვანე ოთახი;
  • შოთა ადამაშვილი;
  • Backwarmer;
  • Soft Eject Systems;
  • Lady Heroine;
  • რეზო კიკნაძე;
  • The Window;
  • Blue Sun;
  • The Black Marrows.

ფესტივალის ორგანიზატორია ქართული წიგნის ინსტიტუტი. ორგანიზატორების თქმით, კითხვისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება მასშტაბური ღონისძიებებია. სწორედ ასეთია ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“.

ფესტივალი პირველად 2015 წლის 22-24 მაისს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, კაფეები. ფესტივალის მიმდინარეობისას ხდებოდა სხვადასხვა ავტორების და წიგნების წარდგენა, საჯარო ლექციები და კითხვა. დამთვალიერებლებს იმავე სივრცეში მუდმივად ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებისთვის, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და შოუებს. ფესტივალის სტუმარი ბავშვებისთვის ეწყობოდა კითხვის საათები, ხატვისა და ხელოვნების გაკვეთილები.

სწორედ განსხვავებული და ახალი კონცეფციის გამო, ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიაში, აგრეთვე სოციალურ ქსელებში. მან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებსა და მონაწილეებს შორის. თბილისის შემდეგ ფესტივალმა თელავში გადაინაცვლა.