12 წლის ბიჭუნა ყველასთვის შეუჩნევლად 2 დღით ავსტრალიის პრემიერმინისტრი გახდა

12 წლის ავსტრალიელმა ორლი ფენელონმა გადაწყვიტა, რომ იმსახურებდა თავისი ქვეყნის სათავეში ყოფნას და 2 დღით, ყველასთვის შეუმჩნევლად, Wikipedia-ში თავისი ქვეყნის რიგით 30-ე პრემიერმინისტრი გახდა.

ცვლილების შესახებ არათუ ვიკიპედიამ, ავსტრალიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა მალკოლმ ტერნბულმაც კი ვერ შენიშნა.

"თავდაპირველად მე და ჩემი მეგობრები ამერიკის პოლიტიკოსებს განვიხილავდით და უცებ მოგვივიდა იდეა "ორლი ავსტრალიის პრემიერად". გადავწყვიტეთ ეს ვიკიპედიაზეც აღგვენიშნა, ვფიქრობდით, რომ საიტი ავტომატურად წაშლიდა ჩვენს ჩასწორებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემი პრემიერმინისტრობის დროს არაფერი განსაკუთრებული მომხდარა, ნამდვილად მშვიდობიანი პერიოდი იყო" - ამაყად ამბობს ორლი.

წყარო: BBC.