სიმღერით გართულმა სნოუბორდერმა ვერც კი შენიშნა როგორ დაუსხლტა დათვს

ყველას გამოგვიცდია რას ნიშნავს, როდესაც საყვარელი მომღერლის ახალი სიმღერა ან ალბომი გამოდის. ვუსმენთ, ვღიღინებთ და გარშემო ძალიან ცოტა რამეს ვამჩნევთ.

Rihanna-ს მუსიკალური შემოქმედებითა და სნოუბორდით გატაცებული კელი მერფი იაპონიაში ყოფნისას გიგანტური დათვის სამიზნე გახდა, თუმცა გოგონამ ამის შესახებ მხოლოდ შინ დაბრუნებულმა, ვიდეოს ყურებისას, შენიშნა.

"ამის შემდეგ სასრიალოდ მარტო აღარ წავალ" - უთხრა კელიმ Independent-ს.