მაშველებმა უკაცრიელ კუნძულზე 3 დღის დაკარგულები გადაარჩინეს

ხანდახან გადარჩენის საუკეთესო გზა იმის წარმოდგენაა, თუ რას იზამდა ფილმის ესა თუ ის გმირი, შენს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო. 

წყნარ ოკეანეში დაკარგული 3 პიროვნება, რომელთა იდენტიფიცირებასაც მედია არ ახდენს, უკაცრიელ კუნძულზე ამერიკელმა მაშველებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მათ სანაპიროზე პალმის ფოთლებით HELP (დაგვეხმარეთ) დაწერეს.

დაკარგულების თქმით, ისინი წყნარ ოკეანეში ნავით იყვნენ გასულები, როდესაც მათი ნავი ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა. მათ ნაპირს ღამე ცურვით მიაღწიეს და აღმოჩნდნენ მიკრონეზიის 600 ციცქნა კუნძულიდან ერთ-ერთზე.

ამერიკის სანაპიროს სამაშველო გუნდი დაკარგულების ძებნაში მოგვიანებით ჩაერთო. მათ თავის განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაკარგულების გადარჩენაში პასუხისმგებელი იაპონიის სამხედრო საჰაერო ეკიპაჟი იყო.

წყარო: Mashable.