საქართველოში Maroon 5 ჩამოდის

საქართველოს მთავრობა პროექტს "საქართველო მსოფლიო კალენდარზე" იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემდეგი მომღერლები ჩამოვლენ:

პროექტისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომღერლების კონცერტზე ბილეთის ფასი 20-დან 90 ლარამდე იქნება.

პროექტი Check In Georgia აპრილში დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის თბილისსა და რეგიონებში კულტურულ ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს.

ღონისძიებებში მონაწილეობას ქართველი მომღერლებიც მიიღებენ. პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კულტურის სამინისტრო რეგიონებში გამოკითხვებს ჩაატარებს და ამის მიხედვით შეარჩევენ ქართველ მომღერლებს.

პროექტის ღირებულება 29 მილიონი ლარია, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.