მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტეში გამართულ ჩოგბურთის ქალთა ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა

18 წლის ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ჩოგბურთის ქალთა ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

10,000-იან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მე-5 ნომრად იყო წარდგენილი. შეჯიბრის განმავლობაში მან ყველა სეტი მოიგო.

ფინალში მარიამ ბოლქვაძე რუს სპორტსმენს სოფია ჟუკს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 მოუგო. ტურნირის განმავლობაში მისი გამარჯვებები სხვადასხვა ქვეყნების სპორტსმენებთან ასე გამოიყურება:

  • უკრაინა; ვერონიკა სტოტიკა; 6:3, 6:4;
  • რუსეთი; ვალერია პოგრებნიაკი; 6:2, 6:0;
  • სლოვენია; ნასტია კოლარი 6:1, 6:4;
  • რუსეთი; მარგარიტა სკრიაბინა; 6:2, 6:1.