184 წლის კუ ჯონათანმა თავისი სიცოხლის მანძილზე პირველად მიიღო შხაპი

ჯონათანი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ცოცხალი არსებაა და ის თავისი სიცოცხლის 184 წლის მანძილზე პირველად აბანავეს და გახეხეს საპნით.

უხუცესი კუ ბრიტანეთში, წმინდა ელენას კუნძულის ტერიტორიაზე ცხოვრობს. შხაპის მიღებაში მას ადგილობრივი ვეტერინარი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ჯონათანი მალე სამეფო ოჯახს უნდა ესტუმროს.

კუნძულის ვეტერინარის, ჯო ჰოლინსის თქმით, მან გიგანტური კუს ბაკნის თითოეული სეგმენტი სათითაოდ გაწმინდა და პროცედურისას ნაზი ჯაგრისი გამოიყენა.

ახლა კუ ჯონათანის ბაკანი სისუფთავისგან კრიალებს და შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მზადაა სამეფო ოჯახთან შესახვედრად.