მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის გული შექმნეს

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ათი ათასობით ადამიანი გულის ტრანსპალანტს ელოდება, მასაჩუსეტსის საავადმყოფოსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო შექმნეს.

გულის მისაღებად მკვლევარებმა მოზრდილი ადამიანის კანის უჯრედები გამოიყენეს. ლაბორატორიაში გაზრდილი გული ფუნქციონირებს და ის მოზრდილი ადამიანისთვის საჭირო ზომებს შეესაბამება. კვლევა ჟურნალ Circulation Research-ში გამოქვეყნდა.

ლაბორატორიაში მეცნიერებს აქვთ სპეციალური "შენობა", სადაც გული იზრდება. მეცნიერების თქმით, ბევრად უფრო მარტივია ორგანოს გაზრდა სპეციალურ გარემოში, ვიდრე პაციენტის შიგნით.

მედიცინის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არაა - მეცნიერებმა ადრეც შეძლეს გულის ქსოვილების გაზრდა, თუმცა ლაბორატორიაში გაზრდილი გული, რომელიც ფუნქციონირებს, უპრეცენდენტოა.