Bridget Jones's Baby-ის პირველი თრეილერი

Bridget Jones's Baby - ასე ეწოდება ფილმს, რომლითაც რენე ზელვეგერი თავისი სასიყვარულო ისტორიებით ისევ უბრუნდება მაყურებელს. ახალ ფილმში ჯონსი ორსულდაა, ხოლო ვინ არის მისი ბავშვის მამა, ამას თავად მსახიობებიც პრემიერაზე შეიტყობენ.

გავრცელებული თრეილერიდან ჩანს, რომ ბრიჯიტი კვლავ უცნაურ სასიყვარულო ისტორიას წამოიწყებს, ის ისევ სასოწარკვეთილი და დაბნეულია. ამჯერად ჯონსი რომანს ყველასათვის საყვარელ მსახიობთან, პატრიკ დემპსისთან გააბამს. მიუხედავად ამის, როგორ ჩანს, ბრიჯიტი მარკ დარსისის ვერ ივიწყებს, რადგან თრეილერში კოლინ ფირტი, თავისი მკაცრი გამომეტყველებით, კვლავ ხვდება ჯონსს.

საბოლოოდ ვისზე გააკეთებს ბრიდჯიტი არჩევანს და ვინ აღმოჩნდება მისი ბავშვის მამა, ეს ზელვეგერისთვისაც უცნობია. მისი თქმით ფილმის დასარულის 3 ვარიანტია გადაღებული:

"არცერთმა ჩვენგანმა იცის, ვინ იქნება ბრიჯიტის ბავშვის მამა ან ვინ იქნება მისი საბოლოო შეყვარებული. გეგმის თანახმად, ყველაფერ ამას პრემიერაზე შევიტყობთ".