ნინო წიკლაურმა იაპონიის საერთაშორისო სათხილამურო ტურნირში გაიმარჯვა

15 მარტს იაპონიის სამთო კურორტ ჰონოკიდაირაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში შეჯიბრება "გიგანტური სლალომი" ჩატარდა.

შეჯიბრებაში, რომელშიც 97 სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვება საქართველოს ნაკრების წევრმა - ნინო წიკლაურმა მოიპოვა. მან პირველი ადგილი იაპონელ საკურაკო მუკოგავასთან ერთად გაიზიარა, რადგან ორივე სპორტსმენმა თანაბარი დრო აჩვენა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნინო წიკლაური მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ავრცელებს.

ქართველმა სპორტსმენმა შარშანაც მოიპოვა წარმატება გიგანტური სლალომის შეჯიბრზე, რომელიც ავსტრიაში გაიმართა.