დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ხე დარგეს

12 მარტს დიღმის ტყე-პარკში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიება ჩატარდა. მოქალაქეებმა ტერიტორიაზე  600 წიწვოვანი ხე-მცენარე დარგეს.

1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ნერგების დარგვაში მონაწილეობა მოქალაქეებთან ერთად თბილისის მერიის, საკრებულოსა და გარემოს დაცვის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

დავით ნარმანიას თქმით, დღეიდან საგაზაფხულო გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 80 ათასზე მეტი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის დარგვა იგეგმება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები მახათას მთის მიმდებარედ, ოქროყანაში, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩებზე იგეგმება.