ქართველმა მორაგბეებმა სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

დღეს, 12 მარტს, სოჭის სტადიონზე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაზე პირველი 3 ქულა ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა წარმატებული ჯარიმა შეასრულა. პირველი ტაიმის შუაში თამაზ მჭედლიძემ 5 ქულიანი ლელო დადო, რომელსაც კვირიკაშვილმა 2 ქულიანი გარდასახვა მიამატა. პირველი ტაიმი საქარტველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით, 0:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ თითო-თითო ლელოები დადეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში კიდევ 2 წარმატებული გარდასახვით გაზარდა.

მატჩის მიწურულს რუსეთის ნაკრებმა ერთი ლელო და ერთი გარდასახვა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შედარებით შეამცირა.

საბოლოოდ, საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 7:24-ით დაამარცხა.

ფოტოები: თიბისი ბანკი