მამის სწრაფმა რეაქციამ 8 წლის ბიჭის სახე ბეისბოლის კეტისგან იხსნა

5 მარტს, ფლორიდის ქალაქ ლეიქ-ბუენა-ვისტაში 8 წლის ლანდონი პირველად ესწრებოდა ბეისბოლის თამაშს სტადიონზე. მოულოდნელად სწრაფად მოქნეული ბეისბოლის ჯოხი ერთ-ერთი მოთამაშეს ხელიდან გაუვარდა და მაყურებლებისკენ "გაფრინდა".

ლანდონის სახის მიმართულებით "გაფრენილი" ბეისბოლის კეტი დროულად შენიშნა მისმა მამამ შაუნ კუნინგჰემმა და სწრაფი რეაქციის წყალობით მისი მოგერიება შეძლო. მომენტი ფოტოგრაფ კრის კორნერის ობიექტივში მოხვდა. ჟურნალისტი ტრიბუნიდან აშუქებდა თამაშს.

ფოტო ვირუსული გახდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა ლანდონი და მისი მამა იპოვეს და მათთან ინტერვიუები ჩაწერეს.

"მამაჩემი ჩემი გმირია" - ამბობს ლანდონი CNN-ის ვიდეო-რეპორტაჟში.