უკრაინის მთავრობამ ლენინის ქუჩის სახელი ლენონით შეცვალა

უკრაინის ოლქში, იმიერკარპატების სოფელ კალინში, ერთ-ერთ ქუჩას საბჭოთა კავშირის ლიდერის ლენინის სახელი ერქვა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქუჩა ბიტლზის წევრის - ჯონ ლენონის სახელის მატარებელი გახდება.

უკრაინაში მთავრობის კამპანია - დეკომუნიზაცია მიმდინარეობს, რაც საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლოების და სახელების შეცვლას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში უკვე შეიცვალა 900 ქალაქის და სოფელის დასახელება. გასულ წელს, ოდესაში, ლენინის ძეგლი დართ ვეიდერად გადააკეთეს.