მარიხუანის ნაყინი იტალიაში

იტალიის რივიერას სანაპიროზე მდებარე ქალაქ ალასიოში ადგილობრივ სანაყინეში მარიხუანის ნაყინის გაყიდვა დაიწყეს. 

ნაყინს სახელად მარლი დაარქვეს, რეგის ლეგენდარული მომღერლის, ბობ მარლის პატივაცემად. 

სანაყინის მეპატრონეს იმედი აქვს, რომ ამ ნაბიჯით იტალეილების დამოკიდებულებას მარიხუანის მიმართ დადებითისკენ შეცვლის. 

ტკბილეული ნარკოტიკულ თრობას არ იწვევს, მას უბრალოდ მცენარის გემო აქვს. 

იტალიაში რელიგიური შეხედულებების გამო მარიხუანის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რეკრეაციული მიზნებისთვის მისი მოხმარება დასჯადია, ხოლო სამედიცინო მარიხუანა 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა ქვეყნებში.