GEM fest 2016: Paul Van Dyk, Super Flu, David August და სხვა არტისტები

GEM fest 2015, Anaklia © Ami Iniashvili

27 თებერვალს სასტუმრო Rooms Tbilisi-ში გამართულ პრეზენტაციაზე იმ მუსიკალური არტისტების ნაწილის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც GEM fest 2016-ში მიიღებენ მონაწილეობას. 

Line-up-ის საოცარი 40% ასე გამოიყურება: Paul Van Dyk, Super Flu, David August (Live Band), Barac, Se iS, Dasha Redkina, GusGus Live, Petre Inspirescu, Abelle, The Drifter, Cosmic Gate, Mia Lucci, Stephan Bodzin Live, Mano Le Tough.

Gem Fest წარმატებული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წლის 30 ივლისს გაიხსნა და 8 დღე გაგრძელდა.

ფესტივალის შემადგენლობის პირველი ნაწილის და იმ არტისტების შესახებ, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, 24 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

GEM fest 2016-ს ანაკლია 11-14 აგვისტოს უმასპინძლებს.