მურთაზამ ლიონელ მესისგან საჩუქრად მაისური მიიღო

ფოტო: Unicef Afghanistan.

ავღანელმა ბიჭუნამ, რომელიც ცნობილია, როგორც მესის უდიდესი თაყვანისმცემელი, ბარსელონას ფეხბურთელისგან საჩუქრად მაისური მიიღო. ინფორმაციას და სურათებს ავღანეთში იუნისეფის წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

"მე მიყვარს მესი და მაისურზე წერია, რომ მასაც ვუყვარვარ" - ამბობს ბიჭუნა. 

5 წლის მურთაზა აჰმადი ლიონელ მესის ყველაზე პოპულარული ფანია. ის ცნობილი მისი სურათის გამოქვეყნების შემდეგ გახდა, რომელზეც მურთაზას პოლიეთლილენის პარკი ეცვა, ზედ კი ფლომასტერით MESSI 10 ეწერა.