კანიე უესტი: დემნა გვასალიას BALENCIAGA-დან მოვიპარავ

მსოფლიო ახალი ამბების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ტვიტერია, თუმცა, როდესაც საქმე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხებათ, მათი ტვიტები ხშირად უწყინარი ხუმრობის ხასიათს ატარებენ.

მაგალითად, კანიე უესტის ახალი პოსტი დემნა გვასალიას შესახებ დამატებითი კონტექსტის გარეშე გვხვდება. ერთი რამ აშკარაა - რეპერი ქართველი დიზაინერით მოხიბლულია. "დემნას ბალენსიაგადან მოვიპარავ" - წერს ის ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა დიზაინერმა თებერვლის დასაწყისში The Business of Fashion-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ის თავის გეგმებზე საუბრობს. გვასალია ამჟამად ორ მოდის სახლში: ბალენსიაგასა და ვეტმენტსში მუშაობს. "ეს ჩემი კარიერის ყველაზე გიჟური, მაგრამ დაუვიწყარი დღეებია" - თქვა დემნა გვასალიამ ინტერვიუში.