ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის მოყვანა ლეგალური გახდა

24 თებერვალს ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება და კულტივირება ლეგალური გახდა. 

კანონპროექტი პარლამენტში 10 თებერვალს წარადგინეს. ექიმები მიიჩნევენ, რომ კანაფი პაციენტებს ქრონიკული ტკივილისგან კურნავს.

ავსტრალიის ჯანმრთელობის მინისტრმა სიუზან ლეიმ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.

"ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ სამედიცინო მარიხუანაზე შექმნილ სტიგმას. ამიერიდან პაციენტებს კრიმინალებად აღარ აღიქვამენ" - დასძინა მან.