Facebook არასამთავრობო გვერდებისთვის ახალ საიტს ქმნის

ფოტო: Eston Bond.

Facebook-მა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფონდების მოძიებისა და დონორების ჩართულობის გზები, ახალი ვებ-საიტის nonprofits.fb.com შექმნით გაამარტივა.

“ჩვენი შთაგონების წყარო იყო იმ ადამიანების ძალისხმევა, ვინც ასე ცდილობს გააუმჯობესოს სხვებისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრება. ჩვენი მიზანია, მათ უფრო მეტი კარგი რამ გააკეთონ, Facebook-ის მეშვეობით”,- ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში.

ახალი საიტი არასამთავრობოებისათვის, ორგანიზაციებსა და ინდივიდუალებს ასწავლის, თუ როგორ უნდა გაზარდონ მათი საქმიანობის ცნობადობა, ფონდების მოსაძიებელი კამპანიების არეალი და მოქალაქეების ჩართულობა. მათ უფრო მარტივად შეეძლებათ ერთმანთთან დაკავშირება.

როგორც ფეისბუქი განცხადებაში განმარტავს, არცერთი ღილაკი არ არის ახალი, მაგალითად “დონაციის ღილაკი” აგვისტოში შეიქმნა. ყველა ის ხელსაწყო, რასაც ორგანიზაციები საქველმოქმედო მიზნით იყენებდნენ აქამდე, ერთად არის თავმოყრილი. ამ დროისთვის საიტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

იმისათვის რომ საიტზე გაწევრიანდე, უნდა გქონდეს საჯარო გვერდი შენი ჯგუფისთვის. ასევე, ყველას შეუძლია “დონაციის ღილაკის” დამატება, თუკი ფეისბუქს ოფიციალურად აქვს აღიარებული ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობა.