ახალი ტენდენციები და ლეგოს განსხვავებული სათამაშოები

სათამაშოების კომპანიამ ლეგოს ახალი ნაკრები გამოუშვა, რომელიც სახლში დასაქმებული მამის, საქმიანი დედისა და ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა კაცის მინი ფიგურებს შეიცავს, - წერს Fortune. 

დედისა და მამის ფიგურები “ლეგო სითის” ხაზის ნაწილია. კომპანიის განცხადებით, ახალი ნაკრები დღევანდელ სამყაროს ასახავს. 

Pew-ს კვლევის შედეგებით, იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც თავს სახლში დასაქმებულ მამებად აღიქვამენ, თვალსაჩინოდ იზრდება. გარდა ამისა, იზრდება ინკლუზიური საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ ლეგომ გადაწყვითა ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე მსგავს ტენდენციებს.

“ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ მსოფლიოს რომელიც გვაქვს, ჩვენ არ ვპასუხობთ ვინმე კონკრეტულის მოთხოვნას, არამედ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ დღევანდელი მსოფლიოს სახე”, - ამბობს ლეგოს კომპანიის პრეზიდენტი სორენ ტორფ ლარსენი.