ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია 15 მარტისთვის დასრულდება

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება. აღნიშნული ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოებზე მისულმა თბილისის მერმა გაავრცელა. მისი თქმით, მერია კატეგორიულად მოითხოვს დადგენილ ვადებში დასრულდეს ხიდის რეაბილიტაცია.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინორმაციით, ხელშეკრულებით სამუშაოები 30 აპრილისთვის უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია "ენსისი" აწარმოებს. ადგილზე მძიმე ტექნიკა და 35-მდე მუშა მუშაობს.

თბილისის მერმა ასევე პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა და განაცხადა რომ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისის ბოლოს აღდგება.

მერიის ცნობით, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავატომობილო და საფეხმავლო გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს, რაც 30 ივლისამდე უნდა დასრულდეს